ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს - ამის შესახებ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
როგორც ივანიშვილების მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
“უზომო ტკივილისა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა დაუნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალებისგამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედსუნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა დაქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიდასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდასაქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენიქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს დავლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს“, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინაივანიშვილების წერილში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გუშინ ღამით, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვალ, 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთად გადავწყვეტთ, რადგან ბევრი დეტალია შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში გამთენიისას გადაიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.
ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.
კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.
ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.
ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4 იყო.
ცვლილების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, ინიციატივის მიზანი ქვეყნის ავტოპარკის განახლება, გარემოს დაცვა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
ახალი რეგულაციით, უქმდება აქციზის მოქმედი გრაფა და წესდება ახალი, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დიფერენცირებული სპეციალური განაკვეთები:
0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის: აქციზი ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე 1.5 ლარი იქნება.
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის: განაკვეთი სამმაგდება და 1 სმ³-ზე 4.5 ლარით განისაზღვრება.
შეღავათები და დამატებითი მოსაკრებლები:
ჰიბრიდული ავტომობილები: ნარჩუნდება შეღავათი და ისინი ძირითადი განაკვეთის მხოლოდ 40%-ით დაიბეგრებიან (ანუ განაკვეთი 60%-ით მცირდება).
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: მათზე კვლავ გავრცელდება ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული ოდენობა.
კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათებს მათთვის, ვისაც ავტომობილის შემოყვანის პროცესი უკვე დაწყებული აქვს:
ძველი განაკვეთით ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ავტომობილი საქართველოში 2026 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანეს, ან რომელთა ტრანსპორტირება უცხოეთიდან ამ თარიღამდე დაიწყო.
თუ ავტომობილი სახმელეთო გზით ან თავისი სვლით გადაადგილდება, ძველი ტარიფი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს საზღვარს 2026 წლის 1 ივლისამდე გადმოკვეთს.
დეპუტატების განმარტებით, მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას.
„ხანდაზმული ავტომობილები ხასიათდება მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის მომატებული რისკით, რაც ჰაერის დაბინძურების ზრდასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიხშირის მატებას იწვევს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატორების თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის „მნიშვნელოვანი ზრდა“ შექმნის ფინანსურ ბარიერს, რაც საბოლოოდ ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- აბიტურიენტის ცნობარი აპრილში გამოქვეყნდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს - სამინისტრო
- შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
- 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება - ნახეთ დეტალები
- პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს
Page 18 of 133
