HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

აბიტურიენტის ცნობარი აპრილში გამოქვეყნდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს - სამინისტრო

აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას შეიცავს, აპრილში გამოქვეყნდება.

ამის შესახებ BMG-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც წინ უსწრებდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყებას, წინა წლებში, ძირითადად, მარტის დასაწყისში ქვეყნდებოდა, მაგრამ წელს, ამ დრომდე არაა გამოქვეყნებული.

სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ - ამ ინფორმაციას შეიცავს აბიტურიენტის ცნობარი. ასევე ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტის ცნობარის გამოქვეყნების ვადამ გადაიწია, გივი მიქანაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს და გამოცდები წელსაც ივლისში დაიწყება.

“უახლოეს მომავალში გამოცდების და შეფასების ცენტრი გამოაცხადებს დეტალებს, მათ შორის თარიღებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით“, - განაცხადეს სამინისტროში.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროგრამები რეაკრედიტაციას არ საჭიროებენ.

„აკრედიტაციის დებულების თანახმად, ახალი აკრედიტაცია პროგრამას უწევს, თუკი, პროგრამაში შეიცვალა მისანიჭებელი კვალიფიკაცია ან სწავლების ენა. საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურაში, შედეგებში ან მიზნებში ცვლილებების შეტანა უნივერსიტეტს შეუძლია აკრედიტაციის პერიოდში განახორციელოს, რის თაობაზეც უნდა აცნობოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც აკრედიტაციის მონიტორინგის ფარგლებში გადაამოწმებს განახლებული პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ცვლილების თაობაზე, ცენტრმა შეიმუშავა თვითშეფასების ფორმები, რომლებიც გაუზიარდა ყველა უნივერსიტეტს. თვითშეფასების ანგარიშების ცენტრში წარმოდგენის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: საბაკალავრო პროგრამებისთვის - 2026 წლის 1 მაისი, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - 2026 წლის 1 ივლისი. შესაბამისად, უნივერსიტეტებმა აღნიშნულ ვადებამდე ცენტრში უნდა წარმოადგინონ ანგარიშები პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 17
საზოგადოება

შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი

20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ.

ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

ამონაწერის განახლება ათიათასობით იურიდიულ პირს ეხება. თუ მეწარმე 1-ელ აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში, სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 17
საზოგადოება

1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება - ნახეთ დეტალები

პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

საკანონმდებლო ცვლილებებით მთელ რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება. კერძოდ: -

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

“დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას - 6 თვის ვადით.

საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.

500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.

ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − “გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. უწყების ინფორმაციით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.

“2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა - 8 191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სიჩქარის გადაჭარბება სიხშირით მე-3 ადგილზე იყო. ეს სტატისტიკაა მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 17
საზოგადოება

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს.  ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის წევრებმა სასულიერო პირებს მიაწოდეს. 

არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქი ექიმი/ექიმების ჯგუფი უკვე მოემგზავრება. 

ინფორმაციას, რომ მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან, აქვს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილსაც: 

"მედ-პერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ, როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს/ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

დიახ, იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ მათ ეს თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 წუთის წინ," - აცხადებს დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი).

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 17
საზოგადოება

სეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი და ჩატარდა ატლისწინებული ღონსიძიებები.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. 
ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. 
ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.
დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი. 
სააგენტომ ჩაატარა კარანტინით გათვალისწინებული ღონისძიებები - დეზინფექცია,  დაავადების ამთვისებელი ცხოველების  ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ცხოველებზე ზედამხედველობა, ცხოველის გადაადგილებაზე კონტროლი და სხვა. 
ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ცოფის შემთხვევები 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, 93%-ით არის შემცირებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 17

More Articles …

  1. რა ინფორმაცია გამოიტანა პატრიარქის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა კავკასიის მედიცინის ცენტრიდან
  2. ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს
  3. სამეგრელოში, იმერეთში, თერჯოლასა და ზესტაფონში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა– სეს
  4. SOS - ყაზბეგის გზაზე, სოფელ კარკუჩასთან ზვავი ჩამოწვა, გადაადგილება შეზღუდულია
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23

Page 19 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna