ვირტუალური აქტივების უკანონო კონვერტაციისთვის აზერბაიჯანის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ბრალდებით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე ფ.გ.-ს და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ.-სა და ა.ვ.-ს ბრალი საქართველოში, სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში არსებული ობიექტებიდან სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების კონვერტირებაში ედებათ, რის შედეგადაც იღებდნენ საკომისიოს სახით დიდი ოდენობით შემოსავალს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებების დროს ამოღებულია 246 975 აშშ დოლარი, 103 210 ლარი, 1 705 ევრო და სხვადასხვა უცხოური ვალუტა ნაღდი ფულის სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირების გამოვლენის, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიმართულებით.

No article in the selected categories