„საღამოს ცოლ-ქმარი მანქანით ჭუბერისკენ მიდიოდნენ... 4 ვაჟ­კა­ცი დატოვეს, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სამი წლის არის“ - როგორ მოხდა სვანეთში შემზარავი ავარია?

წუ­ხელ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გზი­დან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მზეო უმფრი­ა­ნი და ლე­ვა­ნი ან­სი­ა­ნი. წყვილს ოთხი შვი­ლი დარ­ჩა.

"ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ლე­ვა­ნი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მისი მე­უღ­ლე მზეო უმფრი­ა­ნი, ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექთა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, ყვე­ლა გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა. 4 შვილს ზრდიდ­ნენ. 4 ვაჟ­კა­ცი ჰყავთ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სამი წლის არის. მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი სო­ფელ ჭუ­ბე­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და უბე­დუ­რე­ბა, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, მდი­ნა­რე ნენ­სკრი­სა და ენ­გუ­რის შე­სარ­თავ­თან. წყალ­ში იყ­ვნენ გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი, ლე­ვა­ნი წუ­ხელ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს, მზეო ახ­ლა­ხან იპო­ვეს, ამო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რი­დან. სა­ნუ­გე­შე­ბე­ლი სი­ტყვე­ბიც ძნე­ლია ამ დროს მო­ძებ­ნო ადა­მი­ან­მა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯახს და სრუ­ლი­ად მეს­ტი­ას" - განუცხადა "ამბებს" ად­გი­ლობ­რი­ვმა.

"მთე­ლი ჩვე­ნი კლა­სის სა­ხე­ლით და ჩემი სა­ხე­ლით სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მის საყ­ვა­რელ მშობ­ლებს, ოთარ ამ­სი­ანს და ლალი ჩხვი­მი­ანს, ლე­ვა­ნის და ძმას, მათ შვი­ლებს. ილია, მათე, ოთო, მოსე, ოთხი ვაჟი და­ტო­ვეს. არა­და რომ არა ეს მწა­რე ბე­დის­წე­რა, ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ. სა­ო­ცა­რი მშობ­ლე­ბი და სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. მზეო სო­ფელ ეცე­რი­დან არის. ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია, დღეს ყვე­ლა ჭი­რი­სუ­ფა­ლია და ყვე­ლას­თვის მძი­მეა ამ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა" - აღნიშნა ლე­ვა­ნის თა­ნაკ­ლა­სელ­მა ირა ნარ­სა­ვი­ძემ.