464 496 ლარი მიისაკუთრა - დაკავებულია ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 126
დაკავებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გვარაკის უწყების ცნობით, დაკავებულს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე
როგორც პროკურატურა ამბობს, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 464 496 ლარი.
მას ახლა 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს პროკურატურაში.

No article in the selected categories