სროლა ვარკეთილში - რა მოხდა "ჰუალინგის" დასახლებაში

სროლა ვარკეთილში - პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზდა კაცს, რომელიც ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით "ჰუალინგის" დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

სროლის შედეგად დაზიანებულია სამი ავტომობოლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული. 

საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება, მოხდა პერიმეტრის დასურათება, ასევე  ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.