დადიანის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული - შსს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 53
მე-10 სკოლის დროულად აშენების მოთხოვნით, გუშინ, დადიანის ქუჩაზე მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს. გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც მანქანა, რომელიც სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას აპროტესტებდა, იმავე ადგილზე "დრიფტაობდა" და ავტომობილით სახიფათო მანევრებს აკეთებდა.
მოახდინა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რეაგირება? "რუსთავი 2" კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანიანის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით არის დაწყებული,"- განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
No article in the selected categories
