მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს