ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა - სრულად გამართლდა ადეიშვილი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 52
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რეზონანულ საქმეზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი.
- ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებით, რადგან მუხლი ამნისტირებულია, სასჯელის 1/4 მოაკლდა. ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება რომ ოქრუაშვილი 10 თვე უკვე იჯდა ციხეში 20 ივნისის საქმეზე. საბოლოოდ, მას 4,3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ინფორმაცია "პირველებს" ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამ განაჩენს და ზოგადად, ამ ბრალს მართლმსაჯულებასთან არაფერი შემხებლობა არ აქვს. მინდა, გაგახსენოთ, რომ 15 წლის თავზე მომხდარიდან - 2004 წელს მოხდა ეს უბედური შემთხვევა. 2019 წელს 3 თუ 4 თვე იყო დარჩენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე და ერთი პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ასევე საპატიმროში იმყოფებოდა აღნიშნულ საქმეზე, რომელიც წლების განმავლობაში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ცვლიდა თავის ჩვენებებს ისე, როგორც მას სჭირდებოდა და საპროცესო შეთანხმების მიღების საფასურად მისცა ირიბი ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.
ერთადერთია იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევის შემდეგ დაურეკა და ესეც არ არის დადგენილი უტყუარად, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თითქოს დაურეკა და უთხრა, რომ ინტერვიუ უნდა მიეცა პრესისთვის, რომ მოხდა შეტაკება პოლიციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. ის ამბობს, რომ მე აღვიქვი, რომ იარაღი უნდა მიგვეტანა და ჩაგვედო. და, აი, ასე ვიღაც პირის აღქმაზე, როგორ გაიგო მან, როგორ აღიქვა, პირდაპირი ნათქვამი არ ყოფილა, თანაც რამდენიმე შეცვლილი ჩვენების მერე და დაინტერესებული პირი იყო თუ არა, იმიტომ, რომ თვითონ ამის შედეგად მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ამის საფუძველზე გამოვიდა ეს განაჩენი"- ამბობს ადვოკატი.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
No article in the selected categories
