საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ნიუ-იორკში ბავშვების კანფეტებით მოწამვლას გეგმავდა, ბრალი აღიარა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 15
ნეონაცისტური დაჯგუფების, „მანიაკური მკვლელობის კულტის“ ქართველმა ლიდერმა, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რომლის ექსტრადირებაც მოლდოვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე მოხდა, ბრუკლინის სასამართლოში ბრალი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მას ბრალად ედება სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის წაქეზება, ბომბებისა და მომწამლავი ნივთიერება რიცინის დამზადების ინსტრუქციების სხვა პირებისთვის მიწოდება.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მიხეილ ჩხიკვიშვილი ცნობილია ასევე მეტსახელებით „მიშკა“, „მაიკლი“, „მეთაური ყასაბი" და „ყასაბი“.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2022 წლის ივლისში მიხეილ ჩხიკვიშვილი ჩავიდა ბრუკლინში, ძირითადად აპლიკაცია Telegram-ის გამოყენებით, რამდენჯერმე წაახალისა სხვები, ჩაედინათ ძალადობრივი ქმედებები. მათ შორის მასობრივი ძალადობის ჩადენისკენ ის ახალისებდა ადამიანს, რომელიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარულად მოქმედი თანამშრომელი, რაც ჩხიკვიშვილისთვის უცნობი იყო.
დაახლოებით 2021 წლის სექტემბრიდან, მან გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით „მანიაკური მკვლელობის კულტი". 2023 წლის ნოემბერში მან ახალ წელს ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. ახალი წლის ღამით, მის თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები დაერიგებინა... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.
No article in the selected categories
