მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 52
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის - ჯამში 44 მოქალაქე.
„აღსანიშნავია, რომ გასული თვის მანძილზე, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 152 მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას, რამაც დღეის მონაცემებით 1131 პირი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადგენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა ღონისძიებების გზით“, - წერია ინფორმაციაში.
No article in the selected categories
