თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.