ცნობილია 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა - რა ხდება პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ვარ­კე­თილ­ში, 25 წლის მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­სა და კი­დევ 3 პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ და­ვით გო­გი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბულ და­ვით გო­გი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. 

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით გო­გი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, როცა მას ლე­ვან გე­ლო­ვან­მა ჰკი­თხა, ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი მის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას, ან წა­მე­ბას ად­გი­ლი.

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა იყო, და­მე­მუქრნენ... დი­ლის 11 სა­ათ­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, არც საკ­ვე­ბი, ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ. ჩემს დაზე იყო სა­უ­ბა­რი, ამას ასე ვუ­ზამ­თო, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი იყო, ასე­ვე ჩემს შეყ­ვა­რე­ბულ­ზე, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. აი, რომ მი­გიყ­ვანთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ნახე რას გი­ზა­მე­ნო",- გა­ნა­ცხა­და გო­გი­ძემ

შემ­თხვე­ვა 21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში მოხ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 4 პირს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სხვა პი­რე­ბი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109-ე მუხ­ლის “ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ორზე მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.