სასამართლომ არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა. 

ცნობისთვის, აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.