პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი.

„გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. გარკვეულმა პიროვნებებმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით“,- განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილმა.