ლაშა გაბიტაშვილი აბუ დაბის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ დაბის სასტუმროში "ოცნების" თვითგამოცხადებული დეპუტატები თავს დაესხნენ, იზოლატორიდან გამოუშვეს.

ამ დროისათვის ისევ უცნობია დაზუსტებული ინფორმაცია თავად ოლიგარქის დეპუტატების შესახებ.

"მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 1 თვეს გაატარებენ.

შეგახსენებთ, 13 იანვარს,  აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.