მოსამართლემ 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული ერთ-ერთი აქციის მონაწილე მათე დევიძე, რომელიც პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორ ანი ხუბეჯასვილის შუამდგომლობა.

წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბრალდება ისევ პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ.

„არ არსებობს პატიმრობის გარდაუვალი აუცილებლობა. ეს არის უმკაცრესი ზომა. გამოძიება უკვე დასრულებულია. ის საფრთხე, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას არ არსებობს, არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, არ არსებობს ამის საკმარისი მტკიცებულება.

სასამართლოს ვთხოვ გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, ასაკი და ცხოვრების წესი, რომ ის არის ახალგაზრდა მუსიკოსია. გაითვალისწინოს, რომ აღარ არსებობს პატიმრობის საფუძველი და შეცვალოს გირაოთი, იმსჯელოს პასპორტის მოქმედების შეჩერებაზე“, - თქვეს ადვოკატებმა.

მათე დევიძე პატიმრობაში გახდა 21 წლის. მან სასამართლო სხდომაზე თქვა:

„გიტარა მენატრება, პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს შემთხვებაში პატიმრობა ყველაზე მკაცრია, არ ვიმსახურებ ამას“.

დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალა განახლდება