თბილისში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლილოში რესტორან "კახელებთან" ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს.  თვითმხილველების ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.