"სანქციები მოდის" - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს.
მისი თქმით, "ივანიშვილმა და "ოცნების" ბანდიტებმა გაყიდეს საქართველოს პორტი, სულელურად აცხადებენ თავიანთ დიქტატურას ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევებით და დემონსტრანტების მიმართ სისასტიკით"
"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" ბანდიტებმა გაყიდეს საქართველოს პორტი და მინერალური წვდომა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის წინადადებებისა. ახლა ისინი სულელურად აცხადებენ თავიანთ დიქტატურას 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევებით და დემონსტრანტების მიმართ სისასტიკით, ინტენსიური დაკვირვების მიუხედავად - სანქციები მოდის".