ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1ი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.