მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას რამდენიმე მედია ავრცელებს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.