გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდა რობერტ რედფორდი

გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი. ის 89 წლისა იყო. მას სამოცზე მეტი წლის კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ორი ოსკარი და სამი ოქროს გლობუსი.

რედფორდი ეკრანებზე პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, 70-იან წლებში კი ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცა. ფილმები მისი მონაწილეობით - „აფერა“, „კანდიდატი“, „პრეზიდენტის მთელი ამალა“ - ამერიკული კინოს კლასიკად იქცა.

1980 წელს მან მიიღო ოსკარი, როგორც საუკეთესო რეჟისორმა ფილმისათვის „ჩვეულებრივი ადამიანები“. ამ ფილმმა საუკეთესო ფილმის ჯილდოც დაიმსახურა.

2002 წელს მან საპატიო ოსკარი მიიღო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.

რედფორდმა იუტაში დააარსა სანდენსის კინოფესტივალი, რომელიც დამოუკიდებელ, საავტორო ფილმებს უწევდა პოპულარიზაციას.

2018 წელს მან გამოაცხადა, რომ ფილმი „მოხუცი და იარაღი“ მისი ბოლო როლი იქნებოდა ეკრანზე.