რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად 2025“ რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვას არ აჩვენებს - ევროკავშირი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 95
რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად 2025“ რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვას არ აჩვენებს, – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს „ზაპად-2025“-ს, რომლებიც ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გათვალისწინებით და რუსული დრონების მიერ ჩვენი წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ „ზაპად-2025“-ის მსგავსი წვრთნები არ აჩვენებს დეესკალაციისა და მშვიდობისკენ სწრაფვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე მიიჩნევს, რომ წვრთნებში სხვა ქვეყნების მონაწილეობა „სერიოზული შეშფოთების საგანია“.
„ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი და ბელარუსი სრულად შეასრულებენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, ეუთო-ს 2011 წლის ვენის დოკუმენტს. ევროკავშირი კვლავ ფხიზლად რჩება „ზაპად 2025“-ის წვრთნებთან დაკავშირებული ნებისმიერ პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ბელარუსისერთობლივი სამხედრო წვრთნები „ზაპად-2025“ გასული კვირის ბოლოს დაიწყო.

No article in the selected categories