ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი შეიმუშავა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 49
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სანქციების მე-19 პაკეტის დეტალებს დღეს წარადგენენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ევროკომისიამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კალასი შუადღისას გააკეთებენ განცხადებას, რა დროსაც გამოაცხადებენ ზუსტად ამ სანქციების პაკეტის შესახებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მანამდე სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსულ გათხევადებულ აირს შეეხება.

No article in the selected categories