ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა

ბირთვული შეთანხმების შეუსრულებლობაზე საპასუხოდ, დღეს ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.

„დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის კარი ღია რჩება“, – ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები მოიცავს ირანის ცენტრალური ბანკის და სხვა ირანული ბანკების აქტივების გაყინვას, ასევე გარკვეული ირანელი თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას.

ევროკავშირი ასევე კრძალავს ირანისთვის ნედლი ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას, ოქროსა და გარკვეული საზღვაო აღჭურვილობის გაყიდვას ან მიწოდებას.

ცნობისთვის, კვირას, ბირთვული პროგრამის გაგრძელების გამო გაერო-მ ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო და სხვა სანქციები აღადგინა.