ხმათა 62.62 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია 43.45 პროცენტით ლიდერობს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 217
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.
მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუსპროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.
საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ მესამე ადგილზეა 8.68 პროცენტით. „ჩვენი პარტია“ 6.54 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზეა „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია 6.02 პროცენტით.

No article in the selected categories