ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო 4 ოქტომბერს – 08:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ჩეხეთის მოქალაქეებმა 200 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

ეს პირველი არჩევნებია, როდესაც უცხოეთში მყოფ ჩეხებს შეუძლიათ ფოსტით მისცენ ხმა, რათა არ მოუწიოთ საელჩოებში წასვლა.

არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება 4 ოქტომბრის საღამოს.

გამოკითხვებში მრავალი თვის განმავლობაში ლიდერობს ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია  ANO და მას აქვს რეალური შანსი, დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ჩეხეთში ბევრი ადამიანი ვარაუდობს, რომ ბაბიშის გამარჯვება გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, მათ შორის უკრაინის მიმართ.