ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ არ ვართ მშვიდობასთან ახლოს - დიმიტრი პესკოვი

ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ არ ვართ მშვიდობასთან ახლოს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

„არის ფაქტორები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს უფრო ართულებს. ჩვენი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორია ევროკავშირის პოზიცია – ევროპული ქვეყნების, რომლებიც კიევის რეჟიმს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ

ამერიკის მხრიდან განცხადებები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ აშშ მაინც ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, გააგრძელოს ძალისხმევა პოლიტიკური და პრაგმატული შეთანხმების მისაღწევად."