დონალდ ტრამპის გეგმაზე „ჰამასის“ თანხმობას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 120
ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჰამასის“ მიერ აშშ-ის გეგმაზე დათანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ჰამასის“ მიერ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რამაც მშვიდობასთან უფრო ახლოს მოგვიყვანა, ვიდრე ოდესმე. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ ბრძოლა დასრულდეს, მძევლები სახლებში დაბრუნდნენ და ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, ვისაც ეს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეთანხმების განხორციელება დაიწყონ. დიდი ბრიტანეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ მოლაპარაკებებს და იმუშაოს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, როგორც ისრაელის , ისე პალესტინის მოქალაქეებისთვის“, – დაწერა კირ სტარმერმა.
„ჰამასის“ პასუხს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს.
„გერმანია დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარს სრულად უჭერს. უნდა მოხდეს მძევლების გათავისუფლება. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს ეხმაურება. ლაიენი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასის“ მიერ გამოხატული მზადყოფნა იმედის მომცემია. „დონალდ ტრამპის წინადადების საფუძველზე მძევლების გათავისუფლებისა და ჩართულობის შესახებ „ჰამასის“ მიერ გამოხატული მზადყოფნა იმედის მომცემია. ამ მომენტის გამოყენება უნდა მოხდეს. ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიღწევა და მძევლების გათავისუფლება შესაძლებელია. ევროპა ხელს შეუწყობს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულებას და მხარს დაუჭერს მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზას, ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. ცნობისთვის, 3 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, ისინი ეთანხმებიან აშშ-ს წარდგენილ გეგმას და „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით კი, მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასის“ მზადყოფნა დამაიმედებელია.
„დონალდ ტრამპის წინადადების საფუძველზე მძევლების გათავისუფლებისა და ჩართულობის შესახებ „ჰამასის“ მიერ გამოხატული მზადყოფნა იმედის მომცემია. ამ მომენტის გამოყენება უნდა მოხდეს. ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიღწევა და მძევლების გათავისუფლება შესაძლებელია. ევროპა ხელს შეუწყობს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულებას და მხარს დაუჭერს მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზას, ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, ისინი ეთანხმებიან აშშ-ს წარდგენილ გეგმას და „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები.

No article in the selected categories