დანიაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვას აპირებენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
დანიაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვას აპირებენ, ინიციატივა დანიის მთავრობას ეკუთვნის. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აკრძალვა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმას შეეხება.
„მობილური ტელეფონები და სოციალური მედია ჩვენს ბავშვებს ბავშვობას ჰპარავენ“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა პარლამენტში გამოსვლისას.
„ჩვენ გამოვუშვით მონსტრი“, – თქვა დანიის პრემიერ-მინისტრმა, რომლის მონაცემებითაც დანიაში თითქმის ყველა მეშვიდეკლასელს უკვე აქვს ტელეფონი.
მან მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ მთავრობის ინიციატივას, თუმცა ფრედერიქსენს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი სოციალურ მედიის აკრძალვაში. შესაბამისი კანონპროექტი არც მთავრობის პროგრამაშია შეტანილი. 2024 წელს დანიაში მოქალაქეები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ბავშვებს „ტიკტოკთან“, „სნეპჩეტთან“ და „ინსტაგრამთან“ წვდომა აეკრძალოს. ამ ინიციატივას 50 000 მოქალაქემ მოაწერა ხელი. დანიის მთავრობა ასევე მოუწოდებს ევროკავშირს დაავალდებულოს ტექნოლოგიური კომპანიები, რომ მომხმარებელთა ასაკის ვერიფიციკაცია მოახდინოს.

No article in the selected categories