დონალდ ტრამპი ისრაელში 13 ოქტომბერს ჩავა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 88
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპის ისრაელში ვიზიტის დროს ქვეყანაში ათასობით პოლიციელი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და მოხალისე განლაგდება.
„გზები დაიკეტება და თვითმფრინავებს, მათ შორის დრონებს, ბენ გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის თავზე ფრენა აეკრძალებათ“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის პარლამენტის სპიკერმა დონალდ ტრამპი ქნესეთში სიტყვით გამოსვლისთვის ოფიციალურად მიიწვია.

No article in the selected categories