ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებზე დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მეწყრული პროცესები მოჰყვა, დაზიანდა საავადმყოფოები და სკოლები.

ამავე დროს, როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ფილიპინებზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 6.9  მაგნიტუდას შეადგენდა.

ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა, რის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.