აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს - დონალდ ტრამპი

აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ პრაქტიკულად ყველა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე.

ეს გამონაკლისის გარეშე ყველა ქვეყანას ეხება და, ცხადია, მათ მიერ წლების წინ შემუშავებული გეგმა იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ერებთან ურთიერთობისას. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შეუძლებელია, დაიჯერო, რომ ჩინეთი ასეთ ზომებს მიიღებდა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და დანარჩენი უკვე ისტორიაა“