დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატება მივულოცე, ჩვენ თუ შევძლებთ ამ რეგიონში ომის შეჩერებას, სხვა ომების შეჩერებაც არის შესაძლებელი, მათ შორის რუსეთის ომის - ზელენსკი

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მე მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატება და ახლო აღმოსავლეთისთვის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან რეალურად უზრუნველყო და ეს ძლიერი შედეგია. და თუ ჩვენ შევძლებთ ამ რეგიონში ომის შეჩერებას, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც არის შესაძლებელი, მათ შორის რუსეთის ომის. 

აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბარე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.  კერძოდ,  მას მივაწოდე  ინფორმაცია, რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შესახებ.

მადლობელი ვარ ჩვენი მხარდაჭერის სურვილისთვის. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ. არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები. საჭიროა რუსების მზაობა, ჩაერთონ ნამდვილ დიპლომატიაში. ამის მიღწევა ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.