აშშ და ჩინეთი ერთმანეთის სავაჭრო გემებს გადასახადებს უწესებენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთმანეთის სავაჭრო გემების და კომერციული დანიშნულების ტანკერების წინააღმდეგ ახალი გადასახადები დააწესეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი რეგულაცია სანავთობო ტანკერების გლობალური ფლოტის 13%-ს და საკონტეინერო ხომალდების 11%-ს შეეხება.
უშუალოდ გადასახადი პორტში გემის შესვლას, მის მომსახურებას და გაცილებას უკავშირდება, რაც ტონაჟის, გემის ზომისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადი პირველად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩინეთი გლობალურ ვაჭრობაში არასამართლიან პრაქტიკებს მიმართავს, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს. ვაშინგტონის საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა ზუსტად ანალოგიური გადასახადი აამოქმედა ამერიკული გემებს და ამერიკული კომპანიების მფლობელობაში არსებული ხომალდების წინააღმდეგ.
ექსპერტების აზრით, დამატებითი გადასახადების ამოქმედება მსოფლიოს მასშტაბით ლოგისტიკურ ხარჯებს გაზრდის, რაც აბსოლუტურად ყველა ქვეყანას შეეხება, რომელთაც ეკონომიკური კავშირებით ამერიკასთან ან ჩინეთთან აქვს, რაც თითქმის მთელ პლანეტას მოიცავს.

No article in the selected categories