საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წლის დასაწყისში დასრულდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესიის, ანტონიო გაუდის საგრადა-ფამილიას მშენებლობა, პირველი აგურის დადებიდან 140 წლის შემდეგ, 2026 წელს დასრულდება.

გასულ კვირას ბაზილიკის ცენტრალურ კოშკზე ჯვრის პირველი ელემენტი დამონტაჟდა, რითაც ნაგებობის სიმაღლემ 162.91 მეტრს მიაღწია და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია გახდა.

ბარსელონაში ეკლესიის მშენებლობა უკვე 130 წელზე მეტია გრძელდება, პროექტის ზუსტი ღირებულება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობით ის დაახლოებით 374 მილიონ ევროს შეადგენს.

საგრადა-ფამილია ერთ-ერთი ყველაზე მონახულებული ეკლესიაა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ეკლესია 4.9 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. 2024 წელს ეკლესიის შემოსავალი 133.9 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს 126.9 მილიონ ევროს. რაც შეეხება მშენებლობის დაფინანსებას, ეკლესიის მშენებლობა წლიურად 25 მილიონი ევრო ჯდება და მთლიანად ეკლესიის შემოსავლით ფინანსდება. გასულ წელს მშენებლობის ინტენსიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად ხარჯებმა მოიმატა, 2024 წელს შემოსავლის 51.9 პროცენტი ანუ 69.49 მილიონი ევრო მთლიანად მშენებლობას მოხმარდა.