იაპონიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

იაპონიის ქალაქ ოიტაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელიც ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერად შეფასდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარმა 170-ზე მეტი შენობა გაანადგურა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ასევე გავრცელდა ქალაქთან ახლოს მდებარე ტყიან ფერდობებზე და დაუსახლებელ კუნძულზე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

მედიის ცნობით, შემთხვევის გამო საჭირო გახდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. ელექტროენერგია არ მიეწოდება 300-ზე მეტ სახლს.