აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო კონფერენციაზე, ათობით კომპანიას შორის 270 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები ფორმდება - ტრამპი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 44
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო კონფერენციაზე 270 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები ფორმდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, დიდებულ ჯენტლმენს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედს მისი გაბედული ლიდერობისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების მიმართ ღრმა ერთგულებისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კონფერენციაში მონაწილე ბიზნესლიდერების როლს პროექტების განხორციელებაში.
„ამ დარბაზში მყოფი ბევრი თქვენგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროექტების განხორციელებაში. ათობით კომპანიას შორის 270 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები ფორმდება და ეს მხოლოდ დღეს ხდება, ეს დიდი ამბავია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
No article in the selected categories
