ვენესუელას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას ძალიან მალე დავიწყებთ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატების თავდაცვის ძალები ვენესუელელი ნარკოდილერების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას “ძალიან მალე” დაიწყებს. როგორც ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, ვენესუელას სახმელეთო მარშრუტების 85% უკვე სრულ ბლოკადაშია, რაც სახმელეთო ოპერაციის დაწყებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვენესუელას დიქტატორთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული ნარკოკარტელის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, რაც ამერიკის ხელისუფლებას ხელ-ფეხს უხსნის, განახორციელონ ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკების არალეგალური გადაზიდვის აღსაკვეთად.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვენესუელას სიახლოვეს დიდი სამხედრო კონტინგენტი გადაისროლა, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი, USS Gerard r Ford-ი, რომელზეც უახლესი თაობის ათობით გამანადგურებელია. ვენესუელას საჰაერო სივრცე მუდმივად კონტროლდება სადაზვერვო თვითმფრინავებით, ჰაერშია B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი. ჯარისკაცების რაოდენობის თვალსაზრისით კი ვენესუელას საზღვაო საზღვრებთან, საშუალოდ, 6000 სამხედროა მობილიზებული.