იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 118
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, სამშაბათს, იაპონიის დასავლეთ ჩუგოკუს რეგიონში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც რამდენიმე ძლიერი შემდგომი ბიძგი მოჰყვა.
სააგენტოს ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეპიცენტრიდან 32 კილომეტრში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მმართველი კომპანიის განცხადებით, მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება. იაპონიის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
No article in the selected categories
