ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი გადადგა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენრადევი გადადგა. ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. რადევის თქმით, ის თანამდებობას 20 იანვარს დატოვებს.
სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ცხრაწლიანი პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვან მირწევებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ უზრუნველყო სტაბილურობა ქვეყანაში.
„ხვალ განცხადებას გავაკეთებ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ილიანა იოტოვა (ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი) იქნება ღირსეული სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს წინაშე არის ბრძოლა სამშობლოს მომავლისთვის“, – განაცხადა რადევმა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო ოლიგარქიასთან ბრძოლა, ხოლო დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ მას კორუმპირებულ პირებს, კომპრომისებზე წამსვლელებს და ექსტრემისტებს მიანდობენ.
ადგილობრივი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ რადევმა შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
No article in the selected categories
