დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს

დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. მთავრობის განცხადებას Sky News-ი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი არასდროს წავა კომპრომისებზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა“, – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.

ლონდონში ასევე აღნიშნეს, რომ ჩაგოსისარქიპელაგის გადაცემის შესახებ შეთანხმება „უზრუნველყოფს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის ფუნქციონირებას დიეგო-გარსიაზე მრავალი წლის განმავლობაში“.

„ეს შეთანხმება საჯაროდ დაამტკიცეს აშშ-მა, ავსტრალიამ და სადაზვერვო ალიანსის, „ხუთი თვალის“ წევრმა ყველა სხვა მოკავშირემ, აგრეთვე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ინდოეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ“, – განაცხადეს ბრიტანეთის მთავრობაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიისკუნძულის მავრიკისთვის გადაცემის გამო. ტრამპმა ეს არგუმენტად გამოიყენა იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა ფლობდეს გრენლანდიასშეერთებული შტატები.