ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 70
ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის იურიდიულად სავალდებულო გახდება.
გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს, ხოლო მილსადენით მიწოდებულ გაზზე უარს 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის.
აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ სლოვაკეთი და უნგრეთი, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად ევროპულ საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობა საკმარისი იყო.
ცნობისთვის, უნგრეთი გეგმავს, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივროს.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის გაზის წილი ევროკავშირში 40 პროცენტზე მეტი იყო. 2025 წელს იმპორტის წილი 13 პროცენტამდე შემცირდა.
No article in the selected categories
