ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ, პრემიერ პედრო სანჩესს გადადგომისკენ მოუწოდებენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 60
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს გადადგომისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი მოწოდებით მადრიდის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი და „სახალხო პარტიის“ წევრი იზაბელ დიას აიუსო გამოვიდა.
რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი პედრო სანჩესს ადანაშაულებს საკუთარი მოვალეობების სხვებისთვის დელეგირებაში. მისი თქმით, სწორედ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა შეცვალა სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, რომელთაც ქვეყანაში მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
აიუსო ასევე ტრანსპორტის მინისტრის გადადგომას ითხოვს. მისი განცხადებით, მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ავარიის პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სხვადასხვა უწყებასა და კომპანიებს.
ცნობისთვის, ესპანეთში 25 იანვარს მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა. ავარიის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების მიხედვით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზად ლიანდაგზე აღმოჩენილი დაზიანება დასახელდა.
No article in the selected categories
