რუსეთმა უკრაინაში სამგზავრო მატარებელი დაბომბა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 52
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, მატარებელში 200 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა, ხოლო ვაგონში, რომელსაც რუსული დრონი მოხვდა, 18 ადამიანი იყო.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა სამგზავრო მატარებლის დაბომბვას ტერორიზმად შეაფასებდა.
„სამოქალაქო პირების განადგურება მატარებლის ვაგონში არავითარ სამხედრო მიზანს არ ემსახურება. კერძოდ, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რასაც აკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს იმის გამო, რასაც ის სჩადის. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
No article in the selected categories
