მარტივად, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი, ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა, თუ მათ ბირთვული იარაღი ექნებათ, – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანთან დაკავშირებით ინფორმაცია მომდევნო ათი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.
„დროა ირანი შემოგვიერთდეს, რაც დაასრულებს იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თუ შემოგვიერთდება, შესანიშნავი იქნება, თუ არა, ასევე შესანიშნავი იქნება, მაგრამ განსხვავებული გზით. ისინი აღარ უნდა ემუქრებოდნენ მთელი რეგიონის შესაძლებლობას. მათ უნდა გააკეთონ შეთანხმება, ეს შეიძლება მოხდეს, შეიძლება არა, მაგრამ ცუდი რამ მოხდება. ირანთან გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. მარტივად, მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი. ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა, თუ მათ ბირთვული იარაღი ექნებათ. ეს მათ ძალიან მკაცრად შეატყობინეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.