“მომდევნო 10 დღეში გადავწყვეტ, დავარტყამთ თუ არა ირანს” - ტრამპი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 42
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე პოტენციური სამხედრო დარტყმების განხორციელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს 10 დღეში მიიღებს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ობიექტები შეიძლება ამოიღოს ამერიკულმა მხარემ ან რეგიონში არსებული რომელი ბაზების გამოყენებას გეგმავს შტატები, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპი მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი სასურველ სცენარად თეირანის რეჟიმის ცვლილებას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ ჟენევაში გამართული ბირთვული მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგის დასრულება და ახლო აღმოსავლეთისაკენ ამერიკული შეიარაღების დამატებით გადასროლა უძღოდა. ამ ნაბიჯით ოფიციალური ვაშინგტონი ცდილობს, აიათოლას ხელისუფლებას მიანიშნოს, რომ ის მზადაა, სრული ძალით დაარტყას ირანს და იმაზე გაცილებით მასშტაბური რესურსები გამოიყენოს, ვიდრე 2025 წლის ზაფხულში, ოპერაცია “შუაღამის უროს” გამოყენებისას, როცა ბირთვული ობიექტები, ძირითადად მხოლოდ B2 Spirit-ებით დაიბომბა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მზარდი საფრთხის ფონზე აშშ-ის ნედლ ნავთობზე ფასები 1.9%-ით, ბარელზე $66.43-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ბრენტს, ამ შემთხვევაში გვაქვს 1.86%-იანი მატება, რაც ბარელზე $71.66 დოლარს ნიშნავს. ბირჟაზე მსგავსი რეაქცია კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ირანს აქვს შესაძლებლობა, დარტყმების საპასუხოდ ენერგეტიკული სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს და ნედლი ნავთობის მიწოდების 20-30% შეაჩეროს. ეს კი გრძელვადიანი კონფლიქტის შემთხვევაში ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.
No article in the selected categories
