დონალდ ტრამპმა “თეთრ სახლში” ლიონელ მესისა და “ინტერ მაიამის” უმასპინძლა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 81
ტრადიციისამებრ აშშ-ს პრეზიდენტი და “თეთრი სახლი” ამერიკულ ტრადიციულ სპორტებში გამარჯვებულ გუნდებს მასპინძლობს და გამონაკლისი არც “ინტერ მაიამი” აღმოჩნდა, რომელმაც გასულ სეზონში MLS-ის თასის მოგება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა გუნდის კაპიტანი ლეო მესიც, რომლისთვისაც ეს “თეთრ სახლში” მისი პირველი ვიზიტი იყო.
ტრამპმა ამ მოვლენას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ის იყო პრივილეგირებული, რადგან გახდა ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც “თეთრ სახლში” ლეგენდარული არგენტინელი მოიწვია:
“ლიონელ, ჩემი ვაჟი შენი ფანია. ის მიგიჩნევს ნამდვილად დიდ ადამიანად. გმადლობ, რომ მოხვედი! ვფიქრობ, გუნდის ყველა ფეხბურთელიდან მესი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მისგან ყოველთვის და ყველგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჩემპიონია და აშშ-ში ტიტული მოიგო. ამბობენ, პელე ფეხბურთში ძალიან მაგარი იყოო. მითხარით, ვინ არის უფრო მაგარი: პელე თუ მესი? მე მიმაჩნია, რომ მესი უფრო მაგარია“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მესის კარიერული მეტოქე კრიშტიანუ რონალდუც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი შვილი პორტუგალიელსაც გულშემატკივრობს, რომელიც აგრეთვე დიდებული ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ მესიმ “ინტერ მაიამისთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.
No article in the selected categories
