ირანში მიმდინარე ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი - ტრამპი

თეთრი სახლის ლიდერი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით კმაყოფილია. ამ თემაზე დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ სამიტზე ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ინტენსიური დარტყმების შედეგად ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები განადგურდა.

„ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ. ვხედავთ შედეგს და ეს საოცარია. 3 დღეში 42 საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალიან დიდი იყო. ეს იყო საზღვაო ძალების დასასრული. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავთიშეთ მათი კომუნიკაციები. არ ვიცი, როგორ ურთიერთობენ. ისინი ცუდი ხალხი არიან. შეხედეთ იმ მკვლელობებს, რაც წლების განმავლობაში ჩაიდინეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი“, - განაცხადა ტრამპმა.