ევროკომისიამ უნგრეთისთვის 16 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი გაყინა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 49
ევროკომისიამ გადადო უნგრეთისთვის თავდაცვითი პროგრამა Security Action for Europe-ის (SAFE) ფარგლებში 16 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცება. მიზეზად დასახელდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის დახმარებაზე დადებული ვეტო.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს
ოფიციალურად ევროკომისია აცხადებს, რომ აგრძელებს უნგრეთის განაცხადის განხილვას და გეგმას მაშინ დაამტკიცებს, როდესაც ის მზად იქნება.
თუმცა როგორც მედია ბრიუსელში დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკომისიას არ სურს სესხის გაცემა, რადგან ორბანი „არღვევს ლოიალური თანამშრომლობის პრინციპს“ და ბლოკავს უკრაინის დაფინანსებას.
ცნობისთვის, 19 მარტს ევროკავშირის სამიტზე ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას. ევროკავშირის ლიდერებმა ეს კრედიტი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში შეათანხმეს, თუმცა მოგვიანებით უნგრეთმა გადაწყვეტილება დაბლოკა.
ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ დახმარების ბლოკირებას ვიდრე, კიევი არ აღადგენს რუსული ნავთობის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიის გავლით უნგრეთში.
No article in the selected categories
